,,ხელისუფლების ცვლილება არა ოცნების დაპირებებმა, არამედ ქვეყანაში მძიმე სიტუაციამ გამოიწვია,”

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

“ხელისუფლების ცვლილება არა დაპირებებმა, არამედ ქვეყანში მძიმე სიტუაციამ გამოიწვია,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ დაპირებები, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გასცეს, “გულწრფელი იყო”.

პრემიერობის კანდიდატი აცხადებს, რომ კოალიციის წევრებს დაპირებებში არასდროს უთქვამთ, რომ ტარიფების განახევრება მოხდებოდა.

“მე არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში ვინმეს ეპარებოდეს ეჭვი, რომ იმ მძიმე ფონზე, როდესაც გვქონდა ძალინ მძიმე სიტუაცია, რამაც ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია და არა დაპირებებმა და მისმა გაზვიადებამ. ეს იყო გულწრფელი დაპირებები და ზოგ შემთხვევაში იყო გადაჭარბებული. ტარიფების განახევრება არავის უთქვამს. ხელისუფლების ცვლილების მიზეზი გაცილებით ფუნდამენტური იყო. საზოგადოება გრძნობს წინა ხელისუფლებასა და ახალ ხელისუფლებას შორის განსხვავებას. არავის არ მოუტყუებია ხალხი. ჩვენ ვაჩვენეთ მაგალითი, თუ როგორ უნდა მოუსმინო შენს მოსახლეობას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყაჩაღობებმა იმატა
შემდეგი სტატიაახალი საპენსიო მოდელი 2017 წლიდან ამოქმედდება