ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე “საქნახშირი” მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობას უზრუნველყოფს

საქნახშირთან დაკავშირებით საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იქამდე, ვიდრე ხელისუფლებასთან დაიწყება მოლაპარაკებები, საქნახშირის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება.

„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს, რომ სანამ საქართველოს მთავრობასათან დაიწყება მოლაპარაკება, კომპანია საქნახშირის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე, საქნახშირის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება. ამავდროულად, გარდამავალ პერიოდში ტყიბულის შახტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია შახტების კონსერვაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მქონე უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – შევქმენით ე.წ. ღამისმქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს ღამის განმავლობაშიც აქრობენ
შემდეგი სტატიამაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სასამართლოში უჩივის