“ხელისუფლებას ვურჩევ დაფიქრდეს” – სალომე სამადაშვილი “რუსთავი2”-ის საქმეზე

ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ

ქონებრივი დავა, რომლის წარმოჩენასაც მედიის თავისუფლების ჭრილში ცდილობენ. რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია უმრავლესობის შეფასებები.

იმავდროულად იზიარებენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებას და მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ დამოუკიდებელი მედიის ხელყოფა ქვეყნის იმიჯსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება.

„ხელისუფლებას ვურჩევ დაფიქრდეს, რას ნიშნავს არსებულ ვითარებაში ხალხისთვის ყველაზე სანდო ტელევიზიის გათიშვა. ეს დასრულდება ძალიან სავალალოდ ხელისუფლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ,“ – აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფრანგი სამართალდამცველები შსს-ში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ
შემდეგი სტატიარუსთავში ავტომობილი მოიპარეს