ნაციონალური მოძრაობა ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის ფაქტში პროკურატურისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.
განცხადება დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა, გააკეთა და თქვა, რომ “დღევანდელი პროცესი არის ხაზგასმა იმისა, რომ ხელისუფლებას სურს სრული კონტროლი სასამართლოზე”.
„ის პროცესი, რაც ხდება სასამართლო ხელისუფლებაში და იუსტიციის საბჭოში, აწყობს ამ ხელისუფლებას, კონკრეტულად შოთაძეს და ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ისე მოხდა მოსამართლეების შერჩევა სააპელაციო სასამართლოში, ყოველგვარის კონკურსის და გამჭირვალობის გარეშე, რაც ბუნებრივია არის დარღვევა იმ პრინციპებისა და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ხელისუფლებას სურს სრული კონტროლი სასამართლოზე,“ – აცხადებს აკაკი მინაშვილი.