ხელისუფლებას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას ვთავაზობთ

ვხედავთ, რა ხდება არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით და ამიტომ აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძალიან მკაფიო პოლიტიკური ინსტრუმენტი – ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილმა აცხადებს.
მისი თქმით, ახლა ბურთი მმართველი გუნდის მოედანზეა და ხელისუფლებამ ამ ტიპის პოლიტიური ინსტრუმენტის შექმნის აუცილებლობა კარგად უნდა გაიაზროს.
„ხელისუფლებას ვთავაზობთ ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც ფასად დაუსვამს საოკუპაციო რეჟიმის იმგვარ თავხედობას, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ საოკუპაციო ხაზზე დახვრეტილი გიგა ოთხოზორია, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით და ამიტომ აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძალიან მკაფიო პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს დაუსვამს სერიოზულ პოლიტიკურ ფასს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაპრემიერის მიმართვა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლება და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან