“ხელისუფლება უზურპაციიის გზას დაადგა, ახალი კონსტიტუცია მთლიანად ცვლის სახელმწიფოს მოწყობას” – ქუთელია

მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი შეურყია იმას, რაზეც სახელმწიფო დგას

ერთობლივი დეკლარაციის მისაღებად ამ წუთებში, სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუცია“-ს წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაში არიან შეკრებილნი.

დეკლარაციაზე ხელის მოწერის დაწყებამდე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება უზურპაციის გზას დაადგა.

„ამ კონსტიტუციის ვარიანტში არის ორი ფუნდამენტური პრობლემა, პირველი არის ის პროცესი როგორ მოხდება კონსტიტუციის პროექტის მიღება, სადაც გათვალისწინებული არ იყო არც საზოგადოებროივი და არც სხვა ოპოზიციური პარტიების აზრი. აქედან გამომდინარე ამ პროექტს ლეგიტიმაციიის მაღალი ხარისხი არა აქვს. მეორე პრობლემაა შინაარსობრივი ნაწილი, ამ დოკუმენტში შევიდა ისეთი ცვლილებები, რომელიც მთლიანად ცვლის სახელმწიფოს მოწყობას, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე საარჩევნო კოდექსი. ყველა ეს კონპონენტი ერთობლიობაში ქმნის განცდას რომ ხელისუფლება დაადგა უზურპაციიის გზას“ – განაცხადა ქუთელიამ.

banner
წინა სტატიაშილადო პაპავა დაკითხვაზე – ყოფილი რექტორი პასუხისმგებლობას სუს-ს აკისრებს
შემდეგი სტატიაერთობლივი საგანგებო დეკლარაცია – ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კონსტიტუციის დასაცავად