“ხელისუფლება უნდა შევაჩეროთ ხალხის მასობრივი პროტესტით“- წიკლაური

„ერთინი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლოს კოლეგია რუსთავი 2-ს ქიბერ ხალვაშს მიაკუთვნებს ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის მიბილიზებას მოახდენენ და აქციებს დაიწყებენ.
„ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ექცევა დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ინსტიტუტებს. ხედავთ პოლიტიკურ პატიებზე არასამთავრობო სექტორზე ეკლესიაზე ქართულ ჯარზე და პოლიციაზე ამ ყველაფრის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი მიადგა რუსთავი 2-ს და ცდილობს შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა, რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია საქართელოს ისტორიის მანძილზე. ხელისუფლებას სურს გააუქმოს თავისუფალი სიტყვა, რომ მოსახლეობას არ მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. ამას აპროტესტებს ის ხალხი, რომელიც აქ შეიკრიბა ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ უზენაესი სამსამართლოს კოლეგია ადექვატურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და არ შეუქმნიან საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს. რეალობა არის ის, რომ შანტაჟის და მუქარის პირობებში კოლეგიამ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ხელისუფლება იქნება დელეგიტიმური და ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ ხალხის მობილიზებას იმისთვის, რომ თბილისის ქუჩები გადაიქცეს მასობრივი მანიფესტაციის ადგილად. ჩვენ ვერ ვაჩერებთ მათ პარლამენტში, ვერ ვაჩერებთ მათ სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობით და ერთადერთი რაც ჩვენ ხელთ არის ხელისუფლება შევაჩეროთ ხალხის მასობრივი პროტესტით“- განაცხადა წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში მოიწვია
შემდეგი სტატიასაპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს მამა გიორგი მამალაძეს ზიარების მიღების უფლება მისცეს