(Video)”ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია” – ფიზიკური დაპირისპირება ენგურის ხიდთან

ხმაურია ამ წუთებში ენგურის ხიდთან, სადაც ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ოჯახის წევრებმა აქცია განაახლეს.
ისინი ოკუპირებულ რეგიონთან დამაკავშირებელი ხიდის პიკეტირებას შეეცადნენ, რისი საშუალებაც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

როგავები პოლიციას დაუპირისპირდნენ. გატაცებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ “ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია და მათი ნათესავების დასახსნელად არაფერს აკეთებს”.

როგავების ინფორმაციით, მამა-შვილს სოხუმის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პარიმრობა შეუფარდა.

სუსის წარმომადგენელის კახაბერ ქემოკლიძემ გუშინ, გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აჩიკო და პაატა როგავების საკითხი შეხვედრაზე დეტალებში იყო განხილული:

„მამა-შვილ როგავებს დე ფაქტო ხელისუფლება ედავება ორი მიმართულებით. ერთი არის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება და მეორე, რომ შვილს, პაატა როგავას ედავება დაკავების პროცესში ძალის გამოყენებას. მათი თქმით, პაატა როგავამ გამოიყენა ძალა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს. მათი განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათივე მტკიცებით, როგავების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური და ისინი იმყოფებიან სოხუმში, ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, 6 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა, ტყაიადან მამა-შვილი როგავები იარაღის მუქარით გაიტაცეს. მოქალაქეები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 50 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
შემდეგი სტატიათბილისში 4 შვილის დედა ელექტროსადენით გაგუდეს- დაკავებულია ყოფილი ქმარი