ხელისუფლება პირდაპირ ასრულებს კრემლის დავალებებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება პირდაპირ ასრულებს კრემლის დავალებებს და ამაზე მეტყველებს როგორც „გაზპრომთან“ ხელშეკრულება, ასევე ის რეფორმა, რომელიც დევნილებისთვის თავდაპირველად შემწეობის, შემდეგ კი პოლიტიკური სტატუსის მოხსნას გულისხმობს.
„მინდა შევეხო მტკივნეულ თემას, რომელიც დევნილებისთვის 45 ლარიანი შემწეობის სავარაუდო გაუქმება, ხოლო შემდგომ მათთვის პოლიტიკური სტატუსის მოხსნას გულისხმობს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ მილიონერი ივანიშილის მთავრობა 1 მიულიონ ლარს ნახულობს ბიუჯეტში იმისთვის, რომ მოსამართე ნაზღაიძეს „რუსთავი 2“- ის ხელში ჩასაგდებად ქრთამი გადაუხადოს, მეორეს მხრივ კი, იგივე ხელისუფლება საბიუჯეტო დანაზოგს აკეთებს ჩვენს დევნილ მოქალაქეებზე.
ჩვენ ვხედავთ რომ ივანიშვილის ხელისუფლება მილიონობით ლარით უზრდის დაფინანსებას სუსს, მეორეს მხრივ იგივე ხელისუფლება სოციალურ დახმარებას ათასობით ჩვენს მოქალაქეს უხსნის.
მარტო ისანი-სამგორში შემოწმებულია 9 ათასი ოჯახი და აქედან სავარუაოდ 80% მოეხსნება სოციალური დახმარება.
მაშინ, როდესაც ივანიშვილი მთელ სახელმწიფო რესურსს იყენებს რომ იქით-აქეთ არბენინოს ხეები, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს უხსნიან ძალიან მწირე დახმარებას.
მნიშვენლოვანია ამ ვითომდა რეფორმის პოლიტიკური ნაწილიც, რადგან საბოლოო ჯამში ეს დევნილებისთვის პოიტკური სტატუსის მოხსნას ითვალისწინებს, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს მოთხოვნაა.“

banner
წინა სტატიაშიკოლეგებო, თქვენ ის დეპტუატები ხართ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებზე ხმას არ იღებთ
შემდეგი სტატიაკრემლი მზაკრული გეგმის განხორციელბას იწყებს