ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს – ნინო კალანდაძე ცერცვაძის საქმეზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე, ფიქრობს, რომ წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფლება პატრიოტების დასაცავად არაფერს აკეთებს და მათ არ აფრთხილებს საზღვრის კვეთის შემთხვევაში შესაძლო დაკავების თაობაზე. კალანდაძის აზრით, „ხელისუფლება ოკუპანტს სახელმწიფოსთან თანამშრომლობს“.

მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა უფრო ეფექტური ქმედებები და განცხადებები გაკეთებული – განაცხადა კალანდაძემ.

„ფაქტია, რომ მანამდე საქართველოს ხელისუფლებას არამხოლოდ არც ერთი ზომა არ გაუტარებია იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაეცვა ამ საფრთხისგან, არამედ მათ რეალურად, ლანგარზე მიართვეს ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ. მას შეუქმნეს ყველა პირობა იმისათვის, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს ეს ადამიანი დაბრკოლების გარეშე ხელში ჩავარდნოდა,“ – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისი აზრით, მთავრობამ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, ვინც ცერცვაძეს საზღვრის გაუფრთხილებლად გადაკვეთის საშუალება მისცა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს
შემდეგი სტატიაგაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება – მამუკა მდინარაძე მარგველაშვილის ვეტოზე