“ხელისუფლება ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა” – ოპოზიცია ლარის გაუფასურებას შიდა ფაქტორებს უკავშირებს

news
: news იანვარი 22, 2016 12:43

“ხელისუფლება ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა” – ოპოზიცია ლარის გაუფასურებას შიდა ფაქტორებს უკავშირებს

ლარის კურსის მკვეთრ გაუარესებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები შიდა ფაქტორებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ ხდება.

„თავისუფალ დემოკრატებში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა.

„ამგვარი რაღაცეები ყველა სახელმწიფოში ხდება, რაც ბუნებრივია, სასიამოვნო არ არის. თუმცა ხელისუფლება თუ დგამს შესაბამის ნაბიჯებს ამის პრევენციის თვალსაზრიზით, ისევე როგორც ზოგადად ეკონომიკური მიმართულებით, როგორიც არის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, მაშინ როგორც წესი, ეს ყველაფერი მოსახლეობაზე უფრო ნაკლებად მტკივნეულად აისახება. ძალიან ცუდია, რომ ჩვენთან ჯერჯერობით ამგვარი ტენდენციები არ შეინიშნება. მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლებამ ამ გამოწვევასთან გამკლავება შეძლო“, – ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე.

ლარის კურსის გაუფასურების მიზეზად ხელისუფლების უმოქმედობას ასახელებს „ნაციონალური მოძრაობაც“.

„ეკონომიკაში კრიზისული მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. სწორედ ამის შედეგია ლარის კურსი. ამას ყველაფერს მთავრობა უპირისპირებს არაფერს. შემოთავაზებები მივიღეთ ახალი პრემიერ-მინისტრისგან თანამშრომლობაზე, ჩვენც შევთავაზეთ შეხვედრა ჩვენი კონრეტული გეგმის გასაცნობად, მაგრამ ჯერ მათგან პასუხი არ არის. გამოსავალი ერთადერთია, მთავრობა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, უნდა წავიდეს“ – ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ვაშაძე.

news
: news იანვარი 22, 2016 12:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics