,,ხელისუფლება ძალიან არასაიმედოა… შუა ქალაქში საბრძოლო მოქმედებების წამოწყებისთვის იყო საკმარისი მიზეზი?“ – თამარ ჩხეიძე

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება, ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე, თამარ ჩხეიძე.

,,მიმდინარე სპეცოპერაციის ამბავი ძალიან მაშფოთებს. მართალია ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ძალიან, ძალიან მეეჭვება შუა ქალაქში, საცხოვრებელ კორპუსების ტერიტორიაზე რამით იყოს გამართლებული ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებების წამოწყება. ამ ხალხს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, მძევლები ხომ არ ყოლიათ აყვანილი, ვინმეს ხომ არ კლავდნენ?!! ნუთუ არ არსებობდა ალტერნატიული გზა! ეს ძალიან სახიფათოა ისედაც ძლიერ აფეთქებასაშიშ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად. თანაც მოსახლეობის ასეთ დღეში ჩაგდება შეიძლება? იყო ამისთვის საკმარისი მიზეზი?თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლება სრულიად არასაიმედოა და თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი ბიზნესით, როგორც ცნობილი გახდა, პირდაპირ მიბმულია რუსეთზე?“ – წერს თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაში„ეს სერიოზული ამბავია, ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან“ – გიგა ბოკერია სპეცოპერაციაზე
შემდეგი სტატია“არ არსებობს ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდეს დეტალების ლაპარაკი, როგორ მიმდინარეობს სპეცოპერაცია”