„ხელისუფლება და კრიმინალური სამყარო არჩევნების წინ გაერთიანდა”- “ენმ-ს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე

ამ დროისთვის ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის ერთ-ერთ ოლქში, სადაც კენჭს იყირდნენ ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია და ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი, მაჟორიტარების არჩევნებში მოსალოდნელია მეორე ტური. მეორე ტური, სავარაუდოდ, ედიშერ თოლორაიასა და სანდრა რულოვს შორის გაიმართება.

ზუგდიდში ქართული ოცნების წარმომადგენლის თქმით, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

მეორე ტური ტრაგედია არ არის. ჩვენ დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა და თქვენი ტელევიზია მუდმივად გაჰკიოდა, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს ვჩაგრავდით,“- განაცხადეს ზუგდიდში ქართული ოცნებაში.

საპირისპიროს ამტკიცებენ ნაციონალურ მოძრაობაში და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ებრძოდა.

„არჩევნების წინ ხელისუფლება და კრიმინალური სამყარო ამ არჩევნების წინ გაერთიანდა და ნაციონალურ მოძრაობას ერთად ებრძოდა,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლაშა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიანა გომესი: მინდა შევაქო პროფესიონალიზმი, რომლითაც ეს არჩევნები იყო ორგანიზებული
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე: ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმის თქმისა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა