ხელისუფლება ცდილობს ახალი კონსტიტუციით შეზღუდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება – სამადაშვილი

დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ახალი კონსტიტუციით შეზღუდოს მაქსიმალურად პრეზიდენტის უფლებამოსილება და დაუქვემდებაროს პრეზიდენტი არაფორმალურ მმართველობას – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით:

„აშკარაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ახალი კონსტიტუციით შეზღუდოს მაქსიმალურად პრეზიდენტის უფლებამოსილება და დაუქვემდებაროს პრეზიდენტი არაფორმალურ მმართველობას.
ქვეყანაში ადმინისტრაციული რესურსის მანიპულაციის გზით სახელისუფლებო პარტია ყოველთვის ახერხებს რომ მოაგროვოს ყველაზე მეტი ხმა და სწორედ ისინი წაიღებენ გაუნაწილებელ მანდატებს და რეალურად ჩვენ გვქნება იგივე ვითარება რაც გვაქვს მაჟორიტარული არჩევნების პირობებში, როდესაც სახელისუფლებო პარტია იქნება სასათბურე პირობებში არჩევნების დროს. ეს ზღუდავს პირდაპირ შესაძლებლობას ქართველი ხალხისთვის, რომ არჩევნების გზით საკუთარი ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესზე და შეცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელწმიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა პოლიტიკირმა გაერთიანებამ „სახელმწიფო ხალხისთვის“. კომისიის დატოვებას არ გამორიცხვას არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო უმცირესობაც.

banner
წინა სტატიაში“შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება” – ტუღუში
შემდეგი სტატია“სავალდებულო უნდა გახდეს ოპერატიული ჯგუფისთვის, თან ქონდეს ვიდეოკამერა”- კამპანია “არა ჩადებას” ინიციატივა