“ხელისუფლება აგრძელებს სირაქლემას პოზაში ყოფნას”- ენმ მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ახალი გუნდისთვის მხარდაჭერას არ პირებს. მათი თქმით, ახალი კაბინეტისგან დადებითი მუშაობის მოლოდინი არაა, რადგან მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა და ის ეკონომიკური გუნდი, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის გაუფასურებაზეა პასუხისმგებელი კვლავ უცვლელი დარჩა.

„არცერთ სფეროში არაა არანაირი სიახლე, პოლიტიკური პროცესები არის არაჯანსაღი და მას მართავს სუსი. ეკონომიკური გუნდი არის იგივე არსებითად, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამ მხრივ არანაირ ცვლილების განხორციელებას არ აპირებენ. ხელისუფლების არც წინასაარჩევნო კამპანიაში არ ისმოდა რა უნდა შეცვლილიყო ქვეყანაში და ახლაც იგივე გუნდს გვთავაზობს, აგრძელებს კმაყოფილებას და სირაქლემას პოზაში ყოფნას.“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ რას ამბობს პრემიერ-მინისტრი ასოცირებაზე
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი: რაღაც გარკვეული საჭიროება გაჩნდა, რომელსაც უახლოეს მომავალში გაიგებთ