ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის გამოვლენა-მხილება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხე-ტყის უკანონო რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა-მხილების მიზნით აქტიურად მუშაობს. 2017 წლის ოქტომბერში და ნოემბრის განვლილ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელეს.
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 12 პირი. ამოღებულია დიდი ოდენობით ხის მასალა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში სასაქონლო ზედნადების გარეშე ხის მასალის გადაზიდვა-რეალიზაციის 7 ფაქტი გამოვლინდა. ყველა სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ხოლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული დიდი ოდენობით დახერხილი ხის მასალა ჩამორთმეულია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის სამართალდარღვევების და დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა
შემდეგი სტატიააშშ–მ ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნა