ჩვენში(კოკში) რომ დარჩეს ისე გეტყვი-ხე არ ვითარდება, ხეა და იმიტომ

სორდია“ბატონო დავით. განვითარებული ხე მირჩევნია განვითარებულ მოვლენებს ზუგდიდში. ჩვენში (კოკში) რომ დარჩეს ისე გეტყვი, ხე არ ვითარდება, ხეა და იმიტომ. ხე იზრდება, ყვავილობს, წლების და საუკუნეების მერე ხმება და იქცევა შეშად. ჩვენ რა გვეშველება ამ განვითარებული ხის შემყურეებს ბატონო დავით? დაანებეთ ამ ხეს თავი. რა გაბურღეთ ტვინი. ვისაც მიაქვს და სადაც მიაქვს კარგადაც მიაქვს და კარგ საქმესაც აკეთებს და თქვენი კომენტარები ხის განვითარებაზე ზედმეტია – ასე ეხმიანება “დაიცავი საქართველოს” წევრი დავით სორდია ქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებას, სადაც მან ციხისძირიდან შეკვეთილში გადასატან ტიტას ჯიშის ხეს განვითარებული ხე უწოდა.

“თვითონ ფაქტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა და ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია. შესაბამისმა საინჟინრო ჯგუფმა ყველა ღონე იხმარა და ეკოლოგიურად ყველა პირობაა დაცული, რომ ის მომავალშიც როგორც განვითარებული ხე დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდება”-განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ციხისძირიდან შეკვეთილში ტიტას ჯიშის ხის გადატანის ფაქტის კომენეტირებისას.

banner
წინა სტატიაშიავარია კოპიტნართან – გარდაცვლილია 3 ადამიანი
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლიას თავისი აზრით ეთამაშა ხუმრობით და ამ დროს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა