“ხდება მთავარი მითების ნგრევა, რასაც ქმნიდა ეს ხელისუფლება” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია:

რა განწყობები და დამოკიდებულებებია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური საკითხებისადმი? ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი თებერვალ – მარტში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკის კრიზისზე ლაპარაკობს და უიმედოდ არის განწყობილი. ევროინტეგრაცია კი ისევ უფრო პოპულარული ხდება. ექსპერტები NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყო მომატება ევრაზიული კავშირის პოპულარობამ, გააქტიურდა ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფი.

“რუსთავი 2 ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მითების და რუსული პროპაგანდის ტყუილების დანგრევაში, გააქტიურდა თავად ევროკავშირი. თუმცა მე მგონია, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ხდება მთავარი მითების ნგრევა, რასაც ქმნიდა ეს ხელისუფლება, რომელიც ამბობდა, რომ რუსული ბაზარი გვიშველის ახლა და საერთო ეკონომიკური მდგომარეობა არის კატასტროფულად გაუარესებული, მხოლოდ 3%-ს მიაჩნია, რომ არის ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობა,” – აცხადებს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი ჟურნალისტებს: რატომ გგონიათ, რომ მე საარჩევნო სიაზე ვოცნებობ?
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულისთვის შს მინისტრის მოადგილის ცოლის ძმა დააკავეს