„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დეკემბერში ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდას ტემპერატურის კლებით ხსნიან

უკრაინა რუსულ გაზს ევროპულს ჩაანაცვლებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, მოსახლეობისთვის დეკემბერში მოხმარებულ ბუნებრივ აირზზე გადასახადის 49%-ით გაზრდის მიზეზი აღნიშნულ თვეში დაფიქსირებული დაბალი ტემპერატურაა.

ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში დირექტორმა ნინო თურმანიძე საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეკემბერში საშუალო ტემპერატურა გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 5-8 გრადუსით დაბალი იყო.

„ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ მოახდინა. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ აბონენტს მოხმარებული ბუნებრივი აირის როგორც მოცულობა, ასევე ღირებულება შეუძლია თვითონვე დაიანგარიშოს. ხოლო თუ აბონენტს მრიცხველის გამართულ მუშაობაში ეჭვი ეპარება, შეუძლია ცხელ ხაზზე 2 40 40 04 მოგვმართოს ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრს დაუკავშირდეს“, – განაცხადა ნინო თურმანიძემ.

ამასთან კითხვაზე – მოსახლეობას აქვს ეჭვი, რომ გაზის ხარისხი დაბალია ან მასში ე.წ. ჰაერის შეშვებას აქვს ადგილი, რაც გაზრდილ გადასახადს იწვევს, თურმანიძე პასუხობს, რომ ბუნებრივ აირზე პასუხისმგებლობა გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აკისრია.

„გაზის ხარისხზე ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან ვიღებთ, რომელიც არის პასუხისმგებელი. დღეის მდგომარეობით, ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება“, – აღნიშნა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიშეუძლებელია 20 იანვარს ლეგიტიმური და იურიდიულად გამართული ყრილობის ჩატარება-ენმ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი