“ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაზის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას აქვეყნებს.

 

კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 5 მაისის 11.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება სოფელი წინუბნის, ლოჭინისდასახლების, ლილო-ფრანგულიანისა და ლილო-მეფრინველეობის დასახლების, ლილოს დასახლების N1, N2, N4, N5კვ-ის, სადგური-ლილოს, ლილოს დასახლების – რუსთაველის, ღლონტის, სტურუასქუჩებისა და ასევე რკინიგზის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას.
გაითიშება აღნიშნულ ტერიტორიაზე (ლილოს დას. იუმაშევისა და ჭირნახულის ქუჩაზე) არსებული კომერციული ობიექტები, კერძოდ შპს “კასტელი”, სს “კახეთი”, შპს “იოლი”, შპს “ბოდა-პური”,ტერმინალი – “ლილო”, ტერმინალი – “ოპიზა”, ღვინის ქარხანა – შპს “ტიფლისსკი ვინნი პოგრიბ”, ცეკავშირის საწყობი, ბლოკის საამქრო, ასფალტის ქარხანა, გაჯის ქარხანა, ისანი-სამგორის რაიონისპოლიციის VI განყოფილება, N107 და N168 საჯარო სკოლა, წისქვილ კომბინატი, არყის საამქრო – შპს “ალკო”, პურის ქარხანა, შპს “ოქროს ხელი”, სასტუმრო “ლილო”, შპს “გებრიუდერ ვაისი”, შპს “ქართულიხილი და ბოსტნეული”, საქაერონავიგაცია, საბავშვო ბაღი N111, რესტორანი “ჩვენი ეზო”, შპს “ჩიიზკო”, შპს “ავერსი-გეოფარმი”, ასფალტის ქარხანა, თამბაქოს ქარხანა, ქაღალდის წარმოება – შპს “ჯორჯიანფეიფერ ფროდაქშენ”, გაზისა და ნავთობის კორპორაციის საქმიანი ეზო და სხვა (3800-მდე აბონენტი).
გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილმდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს ‘’ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს.
banner
წინა სტატიაშიმთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს
შემდეგი სტატია„112“-ს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ესტუმრა