ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის (611 კოლოფი) შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს გადაეცა.

ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“, „სადახლო-საავტომობილო“, „მტკვარი“ და „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი (280 აბი) მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება (1.69 გრ.) მარიხუანა აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

banner
წინა სტატიაშიალბანეთსა და კოსოვოში “ისლამური სახელმწიფოს” სავარაუდო წევრები დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ოდესა მაშინ აყვავდება, როცა კიევი განთავისუფლდება კორუფციისგან