ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების საკითხზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა

ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების საკითხზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა.

მოძრაობა პარტიზანი მებაღეები საგამოძიებო უწყებისგან დროულ გამოძიებას ითხოვენ და ასევე იმედოვნებენ, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

პარალელურად, სარჩელი მოამზადეს საიაშიც. სარჩელი მთავარ პროკურატურაში უკვე გადააგზავნეს. მათი მთავარი მოთხოვნა დროული რეაგირებაა.

„ფაქტი უნდა შეისწავლოს პროკურატურამ და გამოავლინოს, რა ზიანი მადგა გარემოს ამ მოქმედებით,“ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორმა ნონა ქურდოვანიძემ.

რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის მერი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თემურ მურღულიამ განაცხადა, მერთან ხეების მოჭრის საკითხზეც ჰქონდა საუბარი.

თემურ მურღულია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში გარემოს დაცვის მინისტრი პარტიზან მებაღეებს შეხვდეს.

„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ არსებული ხეები. ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქში მშენებლობა გაჩერდება, ეს არ ნიშნავს, რომ ახალი არაფერი აღარ აშენდება. ჩვენი პოზიციაა ვიცოდეთ, ვინ დაუშვა შეცდომა, ან ვინ ჩაიდინა ბოროტი განზრახვა, ამას სჭირდება მოკვლევა,“ – განცხადა თემურ მურღულიამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ხობის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს