ყაზახეთში ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონეა გამოცხადებული

11ყაზახეთში, აკტობასა და მიმდებარე ტეროტორიებზე ტერორისტული საშიშროების წითელი დონეა გამოცხადებული. გასული ღამით ქალაქის ცენტრში, კურმიშის რაიონში, ასევე დილისკენ ნურ-სითის მიდამოებში, სროლა ისმოდა – ყაზახური მედია იტყობინება.

ადგილობრივი ტეელვიზია მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ შენობებში და ქალაქში მოძრაობა მაქსიმალურად შეზღუდონ. აკტობაში არ მუშაობს ინტერნეტი, ფიჭური კავშირი დროდადრო ირთვება. ქუჩებში ხალხი არ ჩანს, საზოგადოებრივი ტრანსპრტის მოძრაობა შეზღუდულია, ციდან პატრულირებენ ვეტმფრენები. აკტუბინსკის რაიონის გუბერნატორმა, ბერდიბეკ საპარბაევმა მოსახლეობას თხოვნით მიმართა გონიერება გამოიჩინონ და სიმშვიდე შეინარჩუნონ, ასევე, საეჭვო პირების გამოჩენისას, მიმართონ შს ორგანოებს, გუბერნატორის თქმით, მდგომარეობა სრულად კონტროლირდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უცნობების ჯგუფმა აკტობაში სროლა ატეხა, ისინი იარაღის მაღაზიას დაესხნენ თავს. დაღუპულია 6 ადამიანი, ათი კი დაჭრილია.
ყაზახი სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელები რადიკალი ისლამისტები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის წამყვანი პარტიები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან
შემდეგი სტატია(ვიდეო) პრემიერმინისტრმა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა