ყაზახეთში საქართველოს ელჩად, შესაძლოა, ზურაბ აბაშიძე დაინიშნოს

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად, შესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძე დაინიშნოს.

აბაშიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართა და ახლა გარკვეული პროცედურები მიმდინარეობს.

ვინ შესთავაზა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრს აღნიშნული თანამდებობა, აბაშიძე არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ დეტალური ინფორმაცია პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა დაასახელა პირობა, პუტინის ტრამპთან ურთიერთობის მოსაგვარებლად
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად 16 იანვარს გაიყოფა