ხატია დეკანოიძე : ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიება ჩემთვის ღირსების საკითხია

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისთვის ჟურნალისტ პაველ შერემეტის დაღუპვის საქმის გამოძიება ღირსების საკითხია. ამის შესახებ დეკანოიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პაველ შერემეტი ჩემი კარგი ნაცნობი იყო, ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც ინტერვიუ მივეცი. ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, ამიტომ ჩემთვის ეს ღირსების საკითხია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით მომხდარის შესახებ ოფიციალური ვერსია პოლიციას არა აქვს, მიმდინარეობს გამოძიება.

დღეს დილით კიევის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც უკრაინაში მცხოვრები ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშიკიევში ცნობილი ჟურნალისტის პაველ შერემეტის ავტომანქანა ააფეთქეს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი : საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი ქართული ჯარისთვის