ხატია დეკანოიძე : “ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხზე, როდესაც მე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ”

ტოვებს თუ არა თანამდებობას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი, კვლავ უცნობია. ხატია დეკანოიძემ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჟურნალიტების შეკითხვას არ უპასუხა. ბრიფინგზე დეკანოიძემ ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ გიორგი ლორთქიფანიძის გადადგომაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

“ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხზე, როდესაც მე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, პირველ რიგში თქვენ, ჟურნალისტები შეიტყობთ. რაც შეეხება ლორთქიფანიძის გადადგომის საკითხს, რა თქმა უნდა ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს ბატონი ლორთქიფანიძის პირადი გადაწყვეტილებაა. გიორგი წესიერი პოლიციელია და ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც პატიოსანი პოლიციელბი ტოვებენ თანამდებობას. ჩვენ მადლობელი ვართ მის მიერ გაწეული სამსახურისთვის” განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში აზერბაიჯანელი ოლიგარქების მილიარდიან ქონებას ყადაღა დაადეს
შემდეგი სტატია“ახალმა მემარჯვენეებმა” ბლოკი “სახელმწფო ხალხისთვის” დატოვეს