ხათუნა ლაგაზიძე: ვიღას დავკარგივართ? – დავიშალეთ და წავედით სახლებში!

„გუშინდელმა საპარლამენტო დებატებმა აჩვენა, როგორ ჰარმონიულად თანაცხოვრობს სამივე საპარლამენტო ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ ასულდგმულებს „ქართულ ოცნებას“ და შთაგონებით აღავსებს „პატრიოტებს“;
„ნაციონალებს“ ჰაერივით სჭირდება „ოცნებისნაირი“ ხელისუფლება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ხელში ის ცოცხია, რომლითაც ასუფთავებს პოლიტიკურ ველს და წარმატებით გადახვეტავს ხოლმე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს,“ – წერს ანალიტიკოსი ხათნა ლაგაზიძე „ფეისბუქში“.
მისივე თქმით, კონსერვატიულ, ნაციონალისტურ, სოციალურად ორიენტირებულ ელექტორატს ჯერჯერობით ერთი ინაშვილიც მშვენივრად აუდის.
„ჰოდა, აწყობილი აქვთ ცხოვრება. ეს იყო გუშინდელი საპარლამენტო პერფორმანსი „ნაციონალებისა“ და ირმა ინაშვილის შესრულებით. რამე პრეტენზია გვაქვს?! ულტრადასავლელ ელექტორატს ქე ჰყავს თავისი წარმომადგენლობა პარლამენტში – „ნაციონალების“ სახით; კონსერვატიულს და ნაციონალისტურს, ჰყავს?! ჰყავს – ინაშვილის სახით; კონფორმისტ თუ სტაბილურობის მოყვარე, სააკაშვილისგან შეშინებულ თუ საბიუჯეტო-ადმინისტრაციულ დაწესებულებებში დასაქმებულს, ხომ ჰყავს და ჰყავს – „ოცნების“ სახით და აბა, ჩვენ ვიღას დავკარგივართ? დავიშალეთ და წავედით სახლებში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,“ – აღნიშნავს ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: “რუსთავი2”-ის საქმით დაკავებული არის ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი მელიას: ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება