ხათუნა ლაგაზიძე : სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს

სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს, – ეს განცხადება პაატა ბუჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

ლაგაზიძემ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს ჩვენება მისცა მის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბურჭულაძის პარტიის წევრი და აჭარაში პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი გოგა კალაძე მას ემუქრებოდა. ლაგაზიძე აცხადებს, რომ გოგა კალაძე კრიმინალური მენტალობის პიროვნებაა და მასზე ზეწოლას ახდენდა.

რაც შეეხება კითხვას, დაუნიშნაცს თუ არა სახელმწიფო დაცვას, რასაც ლაგაზიძე ითხოვდა, ის ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. ლაგაზიძე არ საუბრობს მათ შორის არც იმაზე, დაიკითხება თუ არა მის მიერ დასახელებული პიროვნება.

banner
წინა სტატიაშისაზღვაო ფორუმის ფარგლებში უკრაინასა და მალტასთან შეთანხმებები გაფორმდა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : უშიშროების საბჭოს მდივანი უნდა იყოს ჭკუადამჯდარი ადამიანი