ხათუნა ლაგაზიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პოლიტოლოგი ხათუნა

“დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დაპირება იყო, რომ ვერავინ შეძლებდა ადამიანის უფლებების ხელყოფას.
სწორედ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ადამიანის პირადი ცხოვრების წინააღმდეგ ბრძოლამ პიკს მიაღწია.
სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, საჯარო სივრცეში დაუსჯელობის იმედად, ერთმანეთზე მიყოლებით გამოდის ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები.
ყველაფერი ეს ხდება ამ ხელისუფლების მხრიდან გარანტირებული დაუსჯელობის იმედად.
თუ ამჯერადაც, ხელისუფლებამ სასწრაფოდ არ გამოიძია და კანონის მოთხოვნის უმკაცრესი დაცვით, პასუხი არ აგებინა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებელს, ეს იქნება უღირსი ხელისუფლება, რომელსაც არ შეიძლება ვანდოთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი!”

ხათუნა ლაგაზიძე

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიაფინეთის პარლამენტი ქვეყნის ევროზონადან გასვლის პეტიციას განიხილავს