ხათუნა ლაგაზიძე : „პარტიები, რომლებიც ხელოვნურ სუნთქვაზე იყვნენ მიერთებული, გავიდნენ პოლიტიკური სივრციდან“

ხელისუფლების პოზიცია საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს

„პარტიები, რომლებიც ხელოვნურ სუნთქვაზე იყვნენ მიერთებული, გავიდნენ პოლიტიკური სივრციდან“, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლაგაზიძე თვლის, რომ დამდგარი შედეგი ლოგიკური იყო. ის იმ პარტიების წარუმატებლობასაც ეხმაურება, ვინც ბარიერი ვერ გადალახა.

“ბარიერი ვერ გადალახეს პარტიებმა, რომლებიც უკვე მერამდენედ მარტო ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას, ისინი საკუთარ თავსაც აღიქვამენ დამატებად. მე მადლობას ვუხდი იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც გავიდნენ პოლიტიკიდან. ეს იყო ქართული პოლიტიკის ბოლო 25 წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენების ლოგიკური შედეგი და ყველაზე მთავარი შედეგი, რაც ამ არჩევნებმა აჩვენა, ის არის, რომ დაიწმინდა ქართული პოლიტიკური სპექტრი,“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიახმედ იმამყულიევ : ვიცით, რომ სასამართლო ივანიშვილის ხელთაა, მაგრამ ჩვენ მაინც მივმართავთ დემოკრატიულ გზას
შემდეგი სტატიაპირველად საქართველოში, „ვეფხისტყაოსანი“ გრაფიკული რომანის სახით გამოიცა