ხათუნა ხოფერია ეკას თმებში სწვდა- რა მოხდა „იბერიაზე“

ტელეკომპანია იბერიას გადაცემა ” ცენზურის გარეშე” – ში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც დავით ოქიტაშვილმა ეკა წამალაშვილს წყალი შეასხა, ვითარება დაიძაბა. გადაცემის დასრულების შემდეგ დაპირისპირება სტუდიაში გაგრძელდა.  ხათუნა ხოფერიამ ეკა წამალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგ წამალაშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიახა. ინციდენტის მონაწილეებმა ოქიტაშვილმა და ხოფერიამ ტელეკომპანიის შენობა დატოვეს, წამალაშვილი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და სამართალდამცავებს მომხდარზე ჩვენებას აძლევს. ასევე დაკითხვაზე იმყოფება გადაცემის წამყვანი ლევან ჩხაიძე. ჩვენი ინფორმაციით დაკითხვაზე დაიბარებენ ხოფერიას და ოქიტაშვილს. პირველი რადიოს ინფორმაციით სსკ- ს 126- ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.სტუდიაში პრემიერის გინდებასთან დაკავშირებულ ინციდენტს განიხილავდნენ.

 

https://youtu.be/7iHSIp6vupE

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი მინისტრი, გენპროკურორ ლუცენკოს გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიანიკა მელიას გამოსვლას კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა video