ყატარის შეიხა მოზამ საქართველოში კანონი დაარღვია

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ყატარის პირველმა ლედიმ – შეიხა მოზამ, 2015 წლის ივნისში თბილისში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ, კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარღვია.


ყატარის შეიხის მეუღლის მხრიდან ქართული კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ,,თაიმერმა,, მისივე ფოტოდან გაიგო, რომელიც არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიანმა ქალბატონმა, სქართველოში ვიზიტიდან ცოტა ხანში ,,ინსტაგრამის,, საკუთარ გვერდზე ატვირთა. ეს ფოტო სულ ახლახან ერთ-ერთმა აფხაზმა ბლოგერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ზემოხსენებულ ფოტოზე ჩვენი ყურადღება მიიპყრო ორმა გარემოებამ… პირველი – ის, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ტბა და ბუნება ძალიან გავდა აფხაზეთში მდებარე რიწის ტბის მიდამოებს… და მეორეც, შეიხას ფოტოზე, რომელიც მას კატარღაზე აქვს გადაღებული, ჩანს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების დროშის ფრაგმენტი.
,,თაიმერი,, შეეცადა დაედგინა, იყო თუ არა შეიხა მოზას ფოტო, რომელიც ,,ინსტაგრამში,, თვად გამოაქვეყნა, აფხაზეთში გადაღებული, რისთვისაც აფხაზეთში მაცხოვრებელ ერთ-ერთ ადამიანს, რომელმსაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, დავუკავშირდით.
,,თაიმერის,, წყარომ დაგვიდასტურა, რომ ფოტო აფხაზეთში რიწის ტბაზეა გადაღებული და კატარღა, რომელზეც შეიხა ზის, სწორედ რიწის ტბაზე, სტალინის აგარაკიდან ტურისტების ტბაზე გასაყვანად მომუშავე ძველი საბჭოური კატარღებიდან ერთ-ერთია.
წყროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ მოვიპოვეთ ფოტო და ვიდეო მასალა, რიწის ტბაზე ტურისტების გადასაყვანად მომუშავე იმ ძველი საბჭოთა კატარღასი, რომელიც ,,გაზ-21,, ბაზაზე 1950 წელს, სტალინის პერიოდშია აწყობილი და რომელზეც შეიხა მოზას თავისი ფოტო აქვს გადაღებული. ჩვენს მიერ მოპოვებულ ფოტოებზე და ვიდეოზე ნათლად ჩანს ყველა დეტალი, რომელიც რიწის ტბის მიდამოების და იქ მოქმედი კატარღის იდენტურობას ადასტურებს – შეიხა მოზას ფოტოზე გამოსახული დეტალებთან… კიდევ ერთი დეტალი, აფხაზეთში გადაღებულ ფოტოზე, შეიხა მოზას, იგივე ქუდი ახურავს, იგევე საყურე და სათვალე უკეთია, რაც რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ,,მშვიდობის ხიდზე,, გადაღებულ ფოტოზე. ყველა ამ ფაქტს ამყარებს ერთი გარემოებაც, რუსულენოვანი საინფორმაციო პორტალი apsny.ge, 2015 წლის 8 ივნისის სტატიაში ,,Шейха Моза прогулялась по улочкам Тбилиси в сопровождении нарушителей грузинского законодательства,, წერდა, რომ შეიხა მოზას, როგორც სომხეთში ასევე სქართველოში ვიზიტის დროს თან ახლდნენ ცნობილი რუსი დიზაინერი და მოდის ბლოგერი ულიანა სერგეენკო და მისი პიარ მენეჯერი – ფლორა ბურიმსკი, რომლებმაც საიტის ინფორმაციით, ასევე დაარღვიეს კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ,,მათ თბილისში ვიზიტამდე ორი კვირით ადრე ,,ინსტაგრამში,, გამოაქვეყნეს ფოტო, რომელიც აფხაზეთში ფსირცხას (Псырцха) რკინიგზის ბაქნის პავილიონში იყო გადაღებული,, წერდა apsny.ge და აღნიშნავდა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელსუფლებას რეაგირება არ ჰქონია.


ზემოთ დასახელებული ფაქტები, თითქმის 100 პროცენტიანი სიზუსტით ადასტურებენ ყატარელი შეიხას ყოფნას ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევასთან ერთად მისი სუვერენიტეტისადმი უპატივმცემლობაცაა, უცხო ქვეყნის მაღალი სტატუსის მქონე პირისაგან… ეს ყველაფერი კი, ორმაგად სამწუხაროა იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მოწიწებით დახვდნენ თბილისში ამ პერსონას, 3 დღიანი არაოფიციალური ვიზიტის დროს, ხელისუფლებისა და ქართული მედიის ზოგიერთი წარმომადგენლები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი, თავის საინფორმაციო გამოშვებაში შეიხა მოზას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.

 

,,თბილისმა არაბული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გემოვნებიან ქალბატონს უმასპინძლა. ყატარის პირველი ლედი საქართველოს პირველი არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. შეიხა მოზას თან ცნობილი დიზაინერი ულიანა სერგეენკო ახლდა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმარმა ჯერ ძველ თბილისში გაისეირნა და ქალაქის ისტორიული ღირსშესანიშნაობები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა, მოგვიანებით კი მშრალ ხიდზე გამოფენილი ანტიკვარული ნივთები დაათვალიერა. სპეციალურად ყატარის პირველი ლედის პატივსაცემად, მწერლის სახლში ვახშამიც მოეწყო, რა დროსაც სტუმრების წინაშე ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე წარდგა. სამდღიანი ვიზიტის დროს ჩაცმის გამორჩეული სტილის მქონე შეიხი ქართველი დიზაინერების სალონებსაც სტუმრობდა. ყატარის პირველი ლედი, რომელმაც ისლამური ეტიკეტით გათვალისწინებული სტერეოტიპები დაარღვია და საზოგადოებაში ჩადრის გარეშე გამოჩნდა, აქტიური სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობითაა დაკავებული. ჩართულია ყატარში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, შესულია „ფორბსის“ ყველაზე გავლენიანი 100 ქალის ჩამონათვალში, სადაც 75-ე ადგილს იკავებს, მიღებული აქვს დასავლური განათლება, არის იუნესკო-ს სპეციალური წარმომადგენელი და ხელმძღვანელობს ყატარის საგანმანათლებლო და არაბული დემოკრატიის ფონდებს. შვიდი შვილის დედა არაერთი საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და ჰუმანიტარული პროექტის ავტორია,, აცხადებდა 1 არხი ყატარის პირველ ლედიზე, რომელიც როგორც ჩანს, არც საქართველოს კანონმდებლობას და არც სუვერენიტეტს პატივს არ სცემს.

 

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

 

https://youtu.be/fWAO1nWQV6c

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: საკადრო გადაადგილებები არა პროფესიული, არამედ ივანიშვილთან სიახლოვითაა განპირობებული
შემდეგი სტატიაკალაძე დღეს თბილისის გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების უფროსებს წარადგენს