ხაშურში ამომრჩეველთა აქტივობამ 4,13% შეადგინა

10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ ხაშურის 35-ე ოლქში 4,13% შეადგინა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა “ქართული ოცნების” კანდიდატმა. გიორგი გურასპაშვილი მე-10 უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და იმედი გამოთქვა, რომ ხაშურის მოსახლეობა მას მხარს დაუჭერს და ის გააგრძელებს ხაშურის განვითარებაზე ზრუნვას. გიორგი გურასპაშვილი ხაშურის გამგებელი ბოლო 4 წელი იყო.

რაც შეეხება დამოუკუდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს, ის საკუთარ არჩევანს დღეს ვერ გააკეთებს, რადგან თბილისშია ჩაწერილი, თუმცა გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ხაშურის 35-ეოლქში 52 უბანია გახსნილი და 48 956 ამომრჩევლია რეგისტრირებული. ყველა უბანი 8 საათზე გაიხსნა.

დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიენმ-მ ოზურგეთში საარჩევნო უბნიდან წარმომადგენელი გაიწვია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს