ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება

სააპელაციო სასამართლოში დავით ხარშილაძის საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება. პროცესზე ხარშილაძე საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.

გაზეთ “ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე იმედოვნებს, რომ მისი შვილის საქმეზე საპელაციო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს და დავით ხარშილაძე ამჯერადაც გამართლდება.

ხარშილაძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა, ის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

“ფაქტობრივად შს სამინისტრომ, ახალმა მინისტრმა აღიარა, რომ ჩადებები იყო ქვეყანაში და სამინისტრო შეუერთდა ჩვენს სამოქალაქო კამპანიას – “არა ჩადებას.“

“რაიმე განსაკუთრებულ სიურპრიზებს სააპელაციო სასამართლოში არ ველოდები. საქმე მთლიანად შეკერილია და რაკი ახალი არცერთი გარემოება არ არის, მე ველოდები, რომ პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება, თუმცა სიურპრიზებს არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური დაკვეთების ქვეყანაში ვცხოვრობთ“- აცხადებს გაზეთ “ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეები უვადოდ დანიშვნას ელოდებიან – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
შემდეგი სტატიაპოეტი ზვიად რატიანი თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს