ყარაფილას ტყის მხარეს სროლის ხმა ისმის

მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრი ანა ჭარხალაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ყარაფილას ტყის მხარეს სროლის ხმა ისმის. მისი თქმით, რუსებმა მთავარი მაგისტრალიდან 400 მეტრში სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

https://youtu.be/7zBuXkXdXI8

თუმცა აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს “სპუტნიკმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაღალმთიან პოლიგონ ძარცემზე სამხედრო ტაქტიკური სწავლება დაიწყო, რომლის დროსაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დილსოცირებულმა საოკუპაციო ძალებმა პირობითი მოწანააღმდეგის შეტევა მოიგერიეს. საოკუპაცო ჯარების ტაქტიკურ სწავლებაში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 სამხედრო ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული იყო უპილოტო საფრენი აპარატიც. “სპუტნიკის” ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი თუ როდემდე გრძელდება საოკუპაციო ჯარების წვრთნები.

 

 

banner
წინა სტატიაშიხანძრის კერასთან ახლოს ნაპოვნ კასრებში, ადგილობრივების განმარტებით, საფლავის მოსაპირკეთებლად საჭირო მასალა იყო
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს