ყარაჯალაში ამომრჩეველებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებს – “„ადამიანის უფლებათა ცენტრი”

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ყარაჯალაში ამომრჩეველებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნებთან, რომელიც სოფელ ყარაჯალას ცენტრში ერთად არის განლაგებული, დილიდანვე მობილიზებული არიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები.

უბნებთან კი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბია. მათთვის მიკროავტობუსით მოიტანეს საკვები, რათა ტერიტორია არ დატოვონ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ოთხივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ყარაჯალის მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ მუსაევი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების წინ შეკრებილ ამომრჩევლებს რჩევა-დარიგებებს აძლევს და სავარაუდოდ, აქტიურად ეწევა აგიტაციას.

banner
წინა სტატიაში“ყველაფრის მიუხედავად ბატონი კალაძე დღეს არჩევნებს ვერ იგებს”- დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატია„ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში“ – მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და მედიას მიმართა