ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური განმარტავს, რომ საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აფეთქების გამო ადგილზე მუშაობა შეჩერებულია. მშენებლობაზე დასაქმებულთა განცხადებით, ამჟამად გვირაბში უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, სადენები წყალშია, რის გამოც მუშაობა ვერ ხერხდება.

აფეთქების შედეგად დაშავებული სამი მუშა ამ დრომდე ხაშურის საავადმყოფოში რჩება.

banner
წინა სტატიაშიატენის ქუჩის მცხოვრებლები 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში აქციებს აანონსებენ
შემდეგი სტატიათბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება