ყარაბაღის ფრონტზე 10-მდე სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანული და სომხური წყაროების მიერ ბოლო დროს მიღებული ინფორმაციით, ყარაბაღის ფრონტის ხაზზე ბოლო 3 დღის მანძილზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 10-მდე სამხედრო ემსხვერპლა.აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებები, ვითარების ექსკალაციაში ტრადიციულად ერთმანეთს ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ მოწინააღმდეგის მოქმედებს დასუჯელად არ დატოვებენ.

რაც შეეხება სამხედრო უწყებებს, სომხეთის თავდაცვის უწყება განვლილი სამი დღის მანძილზე 4 დაღუპულ სომეხ ჯარისკაცზე და მოწინააღმდეგის მხრიდან 5 სამხედროს განადგურებაზე ავრცელებს ინფორმაციას. აზრბაიჯანის თავდაცვის უწყება კი – სომხეთის მხრიდან 6 სამხედროს განადგურებაზე ავრცელებს ინფორმაცია და ასევე აღიარებს საკუთარ დაკაკარგებს ცოცხალი ძალის სახით, თუმცა არ აკონკრეტებს მსხვერპლის რაოდენობას.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა თურქეთის სამხედრო ამბოხში ამერიკელების როლზე მიანიშნა
შემდეგი სტატიაირანმა ISIS-ზე საპასუხო დარტყმა განახორციელა