ხანშიშესულმა ამერიკელმა ცოლი წამლის უქონლობის გამო მოკლა

ხანშიშესულმა ამერიკელმა ცოლი წამლის უქონლობის გამო მოკლა

4ფლორიდაში დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ავადმყოფი ცოლი წამლის უკმარისობის გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა – ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. 86 წლის უილიამ ჰეიგერმა 78 წლის კეროლინი მაშინ მოკლა, როცა მას ეძინა. შემდეგ მამაკაცმა მოიდუღა ყავა და დაურეკა ქალიშვილს და მომხდარის შესახებ გააგებინა. ამის შემდეგ მან დარეკა პოლიციაში და დანაშაულზე განაცხადა.
ადგილზე გამოცხადებულ პოლიციელებს ჰეიგერმა უთხრა: “ბოდიშს ვიხდი რომ თავდაპირველად თქვენთან არ დავრეკე, მაგრამ თავდაპირველად ჩემი და კაროკის შვილებისთვის მინდოდა მეთქვა რაც მოხდა”. როგორც მან თაქვა, ის მკვლელობაზე რამდენიმე დღის მანძილზე ფიქრობდა.

banner
წინა სტატიაშიგემების მოძრაობის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინმა მოწევას თავი დაანება