ხანძარი სოფელ სვირში – სტიქიის ზონაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ჩავიდა

ახალციხეში, სოფელ სვირში სადაც ამ წუთებში მაშველები ხანძარს ებრძვიან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჩავიდა.

მეუფემ შექმნილი ვითარების გამო მწუხარება გამოთქვა. მისი განცხადებით, აუცილებელია ყველა ადამიანი ვისაც როგორ შეუძლია ერთმანეთს დაუდგეს გვერდით.

„ვისაც რითი შეგვიძლია იმით უნდა შევეწიოთ ერთმანეთს, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. ზოგი ადამიანი იშრომებს, ზოგი ადამიანი ილოცებს და ერთობლივად ჩვენ შევძლებთ, რომ დავამარცხოთ ეს სტიქია. ჩვენ ვლოცულობთ იმისათვის, რომ უფალი თანამავალი იყოს თითოეული ჩვენთაგანისა, განსაკუთრებით აქ მშრომელი ადამიანებისა, მაშველებისა, მეხანძრეებისა,“-განაცხადა მეუფე თეოდორემ.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა
შემდეგი სტატია,,ენმ” მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს