ხანძარი დაბა ლაითურში – 5 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

დაბა ლაითურში 5 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ხანძრის შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 20-მდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
ხანძრის გამომწვევ შესაძლო მიზეზად ამ დროისათვის ელექტროენერგია სახელდება. ადგილზე მუშაობდა სახანძღო სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის ადგილას მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

წყარო: gurianews.com

banner
წინა სტატიაშიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაშსს-ში ბრიფინგი დაინიშნა