ხანძარი ბათუმში – ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

ხანძრის შედეგად ბათუმში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 1600 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. შემთხვევა დღეს გამთენიისას ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში მოხდა.

სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლს თითქმის ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა, თუმცა დაზარალდნენ ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

banner
წინა სტატიაშიერთი დღე უვიზო მიმოსვლამდე-ხვალიდან ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდება
შემდეგი სტატია”ციანიდის საქმე” – პოკურატურა სასმართლო პოცესის გადადებას ითხოვს