“ხალხის კუთვნილი ფულები იფლანგება და ამ ადამიანებზე არანაირი რეაგირება არ ხდება”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს იმ გადაცდომების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ღვინიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებშია.

კერძოდ საუბარია გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტში არსებულ დარღვევებზე. განცხადება ღვინიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, რამდნეიმე თვის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დადო დასკვნა გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტის საქმიანობასტან დაკავშირებით და დასკვნაში წერია, რომ არის სერიოზული დარღვევები. საუბარია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე. ღვინიაშვილმა კითხვით მიმართა პრეზიდენტს ჯდება თუ არა ქართული ოცნების გაცხადებულ პოლიტიკაში, რომელიც სამართლიანობის აღდგენას გულისხმობს, ამ ადამიანთა დაუსჯელობა.

„მე გეკითხებით ბატონო პრეზიდენტო, როდესაც თქვენც და თქვენი გუნდის წევრებსაც გისაუბრიათ სამართლიანობის აღდგენაზე- ეს არის სამართლიანობა, როდესაც ხალხის კუთვნილი ფულები იფლანგება და ამ ადამიანებზე არანაირი რეაგირება არ ხდება ? ჩვენ კარგად გვახსოვს ამ ხელისუფლებას , თავისი პოლიტიკური ოპონენტები, რომელთაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდათ დანაშუალი ჩადენილი და შეიძლება ჰქონოდათ უმნიშვნელო გადაცდომა, ისინი ჰყავდა ციხეებში გამოკეტილი,“-განაცხადა გიორგი ღვინიაშილმა.

banner
წინა სტატიაში“ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი,”
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: ბატონი თოფაძის ე.წ. განცხადებას ყველაზე ადეკვატურ და სწორ პასუხს ქართული საზოგადოება გასცემს