ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეზე მოტყუებით გაასაღა 2400 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიგომბორის უღელტეხილზე თოვს- გზაზე მცირე შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია