ყალბი პრეზიდენტი, ყალბი რეჟიმი და ყალბი ოპოზიცია

ლიბერალების ლიდერი მუხრან ბურჭულაძე საქართველოს პრეზიდენტს ფლიდს უწოდებს და კონსტიტუციის მოსპობაში მარგველაშვილს სდებს ბრალს. ბურჭულაძე ოპოზიციასაც ყალბს უწოდებს და ხალხის ღალატში სდებს ბრალს.

“ფლიდი მთავარსარდალი.

მარგველაშვილმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები საკუთარი ხელმოწერით მოსპო, ამიტომაც მისი ბრალდება გამყიდველი რეჟიმის მისამართით, არის ყალბი.

2016 წელს ლიბერალები ერთადერთი ძალა გახლდით, ვინც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა და ოპოზიციასაც კონსოლიდაციისკენ მოუწოდებდა, რადგან საარჩევნო სისტემის განადგურება ოპოზიციის გაქრობას ნიშნავს.

2017 წელს ისევ ლიბერალები ვშიმშილობდით და ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოვუწოდებდით, რაც კონსტიტუციის გადარჩენის ერთადერთ გზად მიმაჩნდა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხს აქაც ზურგი აქციეს.

ყალბი პრეზიდენტი, ყალბი რეჟიმი და ყალბი ოპოზიცია, ესაა ჩემი სამშობლოს სამწუხარო სინამდვილე.

სამშობლოს ღალატს არავის გაპატიებთ და არც იმის უფლებას მოგცემთ, რომ ხალხს თვალთ დაუბნელოთ.”- განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანია სომხებს მოუწოდებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა შეინარჩუნონ
შემდეგი სტატიატრამპის სამედიცინო ცნობა თვითონ ტრამპმა დაწერა