ყალბი 50-ლარიანი კუპიურის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები – ქეთევან ტიღაშვილი და უჩა გიორგობიანი წინასწარ შეთანხმებით, სისტემატიურად ამზადებდნენ და თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ ყალბ 50 ლარიან კუპიურებს.
დაკავებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ გიგა ფარტენაძის საქმეზე სამი პირი დამნაშავედ სცნო- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება