ყალბი 50 და 100-ლარიანი ბანკნოტების გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ კუპიურებს, კერძოდ, ახალი მოდიფიკაციის 50-ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100-ლარიან ბანკნოტებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიდისკრიმინიაცია ღამის კლუბში-ქართველი მამაკაცების შეშვებასთან დაკავშირებით პრობლემებს მენეჯერები უარყოფენ
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო