ყალბი 20-ლარიანები ლიბერთი ბანკის ბანკომატებში

ყალბი 20-ლარიანები ლიბერთი ბანკის ბანკომატებში – საპატრულო პოლიცია ბანკომატებში ყალბი კუპიურების პოვნის ფაქტს ადასტურებს, ბანკში კი კომენტარებს არ აკეთბენ.

ბოლო პერიოდში თბილისში ბანკომატებში ყალბი 20-ლარიანი კუპიურების არსებობის ფაქტები დასტურდება, რაც იმას მიშნავს, რომ ბანკი ყალბ კუპიურებს ავრცელებს ან ვერ იცავს მომხმარებელს.

ერთ-ერთი შემთხვევის დროს მგზავრმა ტაქსის მძღოლის თვალწინ ლიბერთი ბანკის ბანკომატიდან ფული გამოიტანა და მგზავრობის საფასური გადაუხადა. მძღოლმა კი აღმოაჩინა, რომ კუპიური ყალბი იყო და საპატრულო პოლიციას აცნობა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, ასეთი შემთხვევები უკვე იყო და დაზარალებულებმა მათ რამდენჯერმე მიმართეს. პოლიციამ საეჭვო 20–ლარიანი ექსპერტიზისთვის გადააგზავნა. ანალიზმა აჩვენა, რომ ბანკნოტი ნამდვილად ყალბი იყო.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, გამყალბებლები ყველაზე ხშირად იმ ბანკნოტებს აყალბებენ, რომლებიც უფრო ხშირად არის მიმოქცევაში და გასაღებაც შედარებით იოლია.

ბოლო დროს ერთ–ერთი ყველაზე სარისკო კუპიურა 20–ლარიანია.ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ გაყალბების შემჩნევა ახალი ლარის ბანკნოტზე საკმაოდ მარტივია.

ლიბერთი ბანკი შემთხვევასთან დაკავშირებით სატელევიზიო განმარტებას არ აკეთებს. ბანკში ამბობენ, რომ ბანკში შესულ ფულს უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს. თუმცა, რა მექანიზმით ხდება შემოწმება და რამდენად შესაძლებელია ყალბი კუპიურა ბანკომატში მოხვდეს, ამის შესახებ დეტალური პასუხი არა აქვთ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსში ახალი ელჩი დანიშნა
შემდეგი სტატია“განვითარებული ხე დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს “- დავით ნარმანია ტიტაზე