ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირებზე ყალბი ასდოლარიანი კუპიურები გაასაღა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას საერთო ჯამში ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7 დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილმა აშშ-ში შეხვედრები გამართა