ყალბი 100 და 200 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200 ლარიან ყალბ კუპიურებს და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე ასაღებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება
შემდეგი სტატია„ზოგიერთები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებსაც ვფიქრობ, არც წაუკითხავთ ჩვენი საბჭოს განცხადება“ – ევა გოცირიძე